ფიზიკოსი ქალი

ჰიპატია


პირველი ფიზიკოსი ქალი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ექიმი, ნეოპლატონიზმის თვალსაჩინო მიმდევარი ქალი ჰიპატია /წარმოშობით ბერძენი/ დაიბადა ცნობილი მათემატიკოსის თეონ ალექსანდრიელის ოჯახში. ჰიპატიას პირველი მასწავლებელი თვით მამამისი იყო. იგი ეუფლებოდა ზუსტ მეცნიერებებსა და ფილოსოფიის საფუძვლებს, ეხმარებოდა მამას პტოლემეოსის „ალმაგესტის“ თერთმეტწლიანი ტრაქტატის გადაწერაში და ევკლიდეს „ელემენტების“ გადასინჯვაში. ჰიპატიამ სწავლა განაგრძნო ათენში. რის შემდეგ თვითონვე დაიწყო ლექციების კითხვა ალექსანდრიის მუზეუმში.ჰიპატიას მოწაფეებს შორის ასახელებენ ბერძენ მჭევრმეტყველსა და ნეოპლატონიკოს სინესიოსს.
ეს მცირე ტიტქოს უმნისვნელო ფაქტი ბევრ საგულისხმო გარემოებაზე მიგვითითებს,რომელთაგან ორს ავღნიშნავთ: პირველი ის, რომ ძველ საბერძნეთში მამაკაცი და ქალილ სწორუფლებიანი ყოფილან და მეორე _ იმ დროს საბერძნეთში ქალებს ჰქონდათ როგორც სწავლის, ასევე მასწავლებლობის უფლება. ამ გარემოებას ჩვენ განსაკუთრებით ვუსვავთ ხაზს,იმიტომ, ტომ ევროპასა და რუსეთში ქალებს XX საუკუნემდე ეკტძალებოდათ უმაღლესი განათლების მიღება და, რასაკვირველია, მეცნიერული მუშაობაც.
ჰიპატიას მსოფლმხედველობა ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის დოგმატიკურ სწავლებას. იგი თავის ლექციაში ქადაგებდა ადამიანის გონების თავისუფლებას; თანაბრად მონაწილეობდა ქალაქის საზოგადოებრივ საქმიანიბაში და ამიტომაც მოსახლეობაში დიდი პოპულარობიოთ სარგებლობდა. იგი განმარტავდა პლატონისა და არისტოტელეს ნაშრომებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიპატია ლამაზი, პატიოსანი და შრომისმოყვარე ქალი ყოფილა, არ გათხოვილა. ფართოდ ყოფილა ცნობილი მისი შრომები ფიზიკასა და მათემატიკაში, მაგრამ, საუბედუროდ, ვერც ერთმა მათგანმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. მისი შრომები ბერძენმა ფანატიკოსებმა დაწვეს, ხოლო რაც გადარჩა, რომაელმა ჯარისკაცებმა ალექსანსრიის მდიდარ ბიბლიოთეკასთან ერთად გაანადგურეს.
აღსანიშნავია,რომ ბიზანტიურ ხელნაწერებში მოზსენიებულია ჰიპატიას კომენტარები დიოფანტეს „ალგებრის“, აგრეთვე ასტრონომიული კანონები და კომენტარები აპონოლიუს პერგიელის „კონუსური კვეთების თეორიის“ შესახებ და სხვ.
ჰიპატიამ კაცობრიობას სეუნარჩუნა დიოფანტეს „არითმეტკის“ პირველი ექვსი ტომი.ამავე ავტორის მომდევნო შვიდი წიგნისათვის ჰიპატიას კომენტარები არ გაუკეთების, რის გამო ისინი დავიწყებას მიეცა.
ჰიპატია ალექსანდრიაში თავისი დროის უძლიერეს ორატორად ითვლებოდა.
სამართლიანობისათვის მებრძოლმა ჰიპატიამ წერილით მიმართა ეპისკოპოს კირილეს და მოითხოვა უდანაშაულოდ დაპატიმრებული ერთი მეცნიერის გათავისუფლება. კირილე ისედაც გაღიზიანებული იყო ამით,რომ ჰიპატია თავის საჯარო ლექციებში ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიოდა. მას ჯერ ეს ვერ აეტანა და ახლა კირილეს ბოროტებას საზღვარი დაეკარგა: 415 წლის მარტში მან ფანატიკოსთა ბრბო მიუსია ჰიპატიას. იგი ეტლიდან ჩამოაგდეს, ძალით შეიყვანეს ეკლესიაში და იქ ცაიდინეს ის, რაც კაცობრიობის ისტორიაში არც მანამდე და არც შემდეგ მომხდარა: ეკლესიის გუმბათის ქვეშ ბრბომ ნაჭერ-ნაჭერ აკუწა პირველი მეცნიერი ქალის, ჰიპატიას სხეული. მისი ჩონჩხი კი კოცონზე დაწვეს.
ჰიპატიას, ასეთი წამების მიუხედავად, თავის მრწამსზე უარი არ უთქვამს. ჰიპატიას ეს გმირული საქციელი შემდგომში მრავალ ლიტერატურულ და მეცნიერულ ნაშრომს დაედო საფუძვლად.
XI კლასის მოსწავლე ნინო საყურაშვილი